ომარ ქუცნაშვილი: ვერეს ხეობა მშენებლობისთვის მიუღებელი და გამოუსადეგარია
17-06-2015, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვერეს ხეობაში ახალი მშენებლობების დაწყებამდე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. კვლევები რომ ჩატარებულიყო, ხეობაში წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის პროგნოზირება შესაძლებელი იყო“,- აღნიშნული განცხადება გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, კომპანია „ჯეო ინჟინერინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ომარ ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.


გეოლოგის განცხადებით, დღეს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა არ არსებობს. ვერეს ხეობის მონაკვეთი კი წინა გენგეგმის მიხედვით გამოყოფილი და შეფასებული იყო, როგორც მშენებლობისთვის მიუღებელი და გამოუსადეგარი ადგილი.


„ის ტრაგედია, რაც თავს დაგვატყდა, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა იმ პირობით, თუკი ჩვენი ხელისუფლებები ცოდნაზე იქნებოდნენ ორიენტირებულები. ჩვენდა სამწუხაროდ, წინა რეჟიმის მმართველობა და მუშაობა იყო მთლიანად ცოდნის, ადამიანურობისა და საქართველოს წინააღმდეგ. ამ გზის მშენებლობა დიქტატორულად, ყოველგვარი საინჟინრო კვლევების გარეშე მოხდა. შედგებოდა სქემები დასავლური კომპანიის, ვიწრო ჯგუფის მიერ, ამ სქემას შესთავაზებდენ მშენებლებს და დაუყონებლივ, ფორსირებულად კვვლევების გარეშე იწყებოდა მშენებლობა.
საბჭოთა პერიოდის შემდეგ ქალაქის განვითარების გეგმა არ შედგენილა. ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა არ არსებობს. წინა გენგეგმის მიხედვით, ვერეს ხეობის ეს მონაკვეთი გამოყოფილი და შეფასებული გვქონდა, როგორც მშენებლობისთვის მიუღებელი და გამოუსადეგარი ადგილი. მაგრამ თუკი სახელმწიფო მაინც გადაწყვეტდა ამ ადგილებში რაიმე მშენებლობას, ის საგანგებო კვლევებით უნდა დასაბუთებულიყო. მათ კვლევების ჩატარების ნაცვლად კვლევითი ინსტიტუტები გაანადგურეს. ახალი გზისთვის, სატრანსპორტო სისტემისთვის, რაც იქ გაკეთდა, ტერიტორია არ შესწავლილა.


გარდა ამისა, ხეობაში ბევრი საცხოვრებელი და სხვა ტიპის ნაგებობაა. არ ჩატარდა კვლევები, რომ ყოფილიყო პროგნოზირება იმ ღვარცოფული ნაკადისა, რომელიც ხეობაში წარმოიქმნა. ვერეს ხეობა მტკვრიდან მის სათავეებამდე 30-კილომეტრიანია, ფართობი კი 100 კვადრატულ კილომეტრს აღემატება. ეს უაღრესად დიდი სივრცეა, ციცაბო, დახრამული ფერდობებით და უამრავი მეწყრული კერით. ამას დეტალური შესწავლა და საინჟინრო – გეოლოგიური აგეგმვა უნდა, რომელიც დეტალურ გეოლოგიებში შესწავლას, სეისმოლოგიურ და მიკროსეისმო დარაიონებას, გეოდინამიკური მოვლენებისა და პროცესების აღნუსხვას და შესაბამისი სამონიტორინგო ქსელის შექმნას გულისხმობს“,- აღნიშნა ომარ ქუცნაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი