რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სურს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი სტუმარი იყოს მოსკოვში - იდეა, რომელსაც თეთრი სახლი მიესალმა, მიუხედავად იმისა, რომ 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, მათ შორის „რესპუბლიკურ პარტიაში“ ტრამპისადმი კრიტიკა არ ცხრება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი რუსეთის მიერ 2016 წლის ამერიკის არჩევნებში ჩარევაზე პუტინის მოსაზრებას დაეთანხმა და თავისი სადაზვერვო სამსახურების დასკვნები, რომელიც ადასტურებს მოსკოვის ჩარევას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - მძაფრი კრიტიკის შემდეგ კი უკვე ვაშინგტონში დაბრუნებულმა თეთრი სახლის ლიდერმა პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ მან არასწორად გამოთქვა თავისი მოსაზრება.
რუსეთის ლიდერმა სამხრეთ აფრიკაში, ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა, რომ საჭიროა „სათანადო სიტუაციები“ ორივე ქვეყნისთვის, რომ მეორე შეხვედრა შედგეს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი ენთუზიაზმითაა გამსჭვალული იმისათვის, რომ მეორე შეხვედრა შედგეს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს კავშირების გაუმჯობესება ორ მძლავრ ბირთვულ სახელმწიფოს შორის, რომელთა ურთიერთობაც ბოლო წლებში, ცივი ომის შემდგომ პერიოდში, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
„პრეზიდენტი ტრამპი მოუთმენლად ელოდება პრეზიდენტ პუტინის მიღებას ვაშინგტონში 2018 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ, და ის ღიაა ესტუმროს მოსკოვს, როცა ოფიციალურ მიწვევას მიიღებს“, ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ტრამპის პუტინთან ვაშინგტონში შემოდგომაზე დაგეგმილი შეხვედრა 2019 წლისთვის გადაიდო.
ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ამავე დროს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ იგი მის რუს კოლეგასთან წლების განმავლობაში პირველი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა მატისმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის ერთი-ერთზე შეხვედრისას არავითარი შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული, გარდა ეროვნული უსაფრთხოების გუნდების შეხვედრისა. მატისმა თქვა, რომ სამიტის შემდეგ პოლიტიკის ცვლილება არ მომხდარა და დაამატა, რომ მისთვის ასევე არ მიუციათ ახალი მიმართულება სირიასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.