ადიგენში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატი , ზურაბ შაინიძე სცემეს. შაინიძის განცხადებით, მას ფიზიკურად „ქართული ოცნების" მხარდამჭერები გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან სტადიონზე დაპირისპირებული ახალგაზრდების გაშველება სცადა.
ამის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ადგილზე მმართველი გუნდის რამდენიმე ათეული, ხელკეტებით და ჯოხებით შეიარაღებული მხარდამჭერი მივიდა და სცემეს. დაზარალებულ დეპუტატს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
ამ დროისთვის ადიგენის პოლიციაში კონფლიქტის მონაწილეთა დაკითხვა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.