მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა დაღუპვამდე 7 ადამიანი გადაარჩინა
17-06-2015, 03:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტიქიიდან სამ წუთში იყო გამოსული ყველა დანაყოფი. ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იქ შრომობდა. მას უკვე გადარჩენილი ჰყავდა 7 ადამიანი", - განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა.


"მზიურის" ტერიტორიაზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები ახორციელებენ. როგორც სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული აქცენტი იმ ტერიტორიაზე კეთდება, სადაც გუშინ ორი ცხედარი იპოვეს.


"ამ ეტაპზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, შს სამინისტროს ბევრი დანაყოფია გამოყოფილი, კერძოდ, სადაც გუშინ მიცვალებული იქნა ნაპოვნი, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ამ ტერიტორიაზე, რადგან ვფიქრობთ, რომ კიდევ შეიძლება მივაგნოთ დაკარგულ პირებს", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.


მან ჟურნალისტებთან საუბრისას 13 ივნისის ღამეც გაიხსენა. მისი ინფორმაციით, 112-ზე პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სრული მობილიზება მოხდა.


"პირველი ზარი 112-ზე შემოვიდა 22:11 საათზე. 3 წუთში თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე იყო გასული. გამოძახებები მთელი თბილისის მასშტაბით იყო. თავდაპირველად გამოძახება ჩუღურეთში დაიწყო, შემდეგ როდესაც ვერეს ხეობაში დაიწყო წყლის მოვარდნა, მთელი ტერიტორიის დაფარვა 3-4 წუთში მოხდა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები. სამ წუთში იყო გამოსული ყველა დანაყოფი. ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იქ შრომობდა. მას უკვე გადარჩენილი ჰყავდა 7 ადამიანი", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.


მეხანძრე მაშველი ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაიღუპა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი