გუბაზ სანიკიძე პრემიერ ბახტაძეს მიმართავს: „ცოტა ტვინი გაანძრიეთ, რა ჯარით შედიხართ სვანეთში, ხომ არ გაგიჟდით საერთოდ?!“
29-07-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზემო სვანეთის სოფლებში - ჭუბერსა და ხაიშში სპეცდანიშნულების რაზმების შეყვანას ეხმაურება პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე, რომელიც მიმართავს მამუკა ბახტაძეს და მის მთავრობას, რომ ნუ „დაუშვებენ ისეთ შეცდომებს, რომელიც დანაშაულზე უარესია“.

 


ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერიდან სანიკიძე პირობას დებს, რომ ყველანი დაირაზმებიან და სვანეთს, რომელიც „ფაქტობრივად, დღეს საქართველოს საზღვარი, დასავლეთ საზღვარია“, არ მიატოვებენ.

 


„მე მაინც მგონია რომ ეს არის სიბრიყვის ბრალი, გამოუცდელობის ბრალია. რაც შეეხება მამუკა ბახტაძეს, მე მას ვიცნობ დიდი ხანია და საკმაოდ მაღალი წარმოდგენა მაქვს მის შესაძლებლობებზე, ნიჭზე. სხვა საკითხია, სახელმწიფოს როგორ გაუძღვება ის. ცოტა ეჭვი მეპარება და ჯერჯერობით ავლენს გამოუცდელობას. აქედან მივმართავ, თუ გაიგებს, გაიგებს და ბევრი მინახავას ასეთი დაყრუებული. ნუ ეთამაშები ასეთ რაღაცებს კაცო! სვანეთია ეს. საქართველოს, გარდა დღევანდელი კონსტიტუციისა, ამ კონსტიტუციამდე 3 000 წელი აქვს ნაცხოვრები კონსტიტუციის გარეშე და თავის წესები და თავის მოქცევის კოდექსები გვაქვს ჩვენ. არ შეიძლება სვანეთთან ასე თამაში კაცო. მით უმეტეს ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ვართ. ფაქტობრივად, დღეს საქართველოს საზღვარი, დასავლეთ საზღვარი, დეფაქტო არის სვანეთი და ჭუბერი და იქიდან აფხაზებიც იყურებიან, აფხაზეთის სვანებიც იყურებიან იქიდან, კოდორელი სვანებიც. ცოტა ტვინი გაანძრიეთ, რა ჯარით შედიხართ სვანეთში კაცო, ხომ არ გაგიჟდით საერთოდ და რა გამოგივათ აქედან?! და არ მივატოვებთ იმ სვანეთს, გამორიცხულია, სუყველა დავირაზმებით... ნუ დაუშვებთ ასეთ სისულელეებს და ისეთ შეცდომებს, რომელიც დანაშაულზე უარესია, ცოტა ჭკუაზე მოდით, რაღაცა ნარკოტიკს ხომ არ ეტანებით მთელი ხეილსუფლება?!“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი