ცნობილი სერბი ადვოკატი, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ყოფილ ლიდერს, სლობოდან მილოშევიჩს იცავდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
57 წლის დრაგოსლავ ოგნიანოვიჩი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მისი საცხოვრებელი სახლის გარეთ შაბათ საღამოს მოკლეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სროლებისას ასევე დაიჭრა მისი 26 წლის ვაჟი.
ოგნიანოვიჩი ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე სერბეთის ყოფილ ლიდერს 2000-იანი წლების დასაწყისში იცავდა.
მილოშევიჩი 2001 წელს დააპატიმრეს და გენოციდის მოწყობისა და ომის დროს ჩადენილი სხვა დანაშაულობების ბრალდებით გაეროს სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს, მაგრამ იგი 2006 წელს, მისი სასამართლოს დასრულებამდე, თავის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.
ბელგრადში, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოგნიანოვიჩის მკვლელობა ყველა თავისუფალ ადვოკატზე თავდასხმას წარმოადგენს.
„ჩვენ გამოვიყენებთ მაქსიმალურ ზეწოლას სახელმწიფოს შესაბამის უწყებებზე იმისათვის, რომ ნაპოვნი იყვნენ ამ დანაშაულის ჩამდენნი“, განაცხადა ვიქტორ გოსტილიაჩმა.
ოგნიანოვიჩი ასევე სერბეთსა და მონტენეგროში მაფიასთან კავშირის მქონე რამდენიმე გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.