საქართველო იმ „პოლიტიკურ კონტექსტში“ ვერ და არ „ჩაჯდა“, რითაც „ბალტიის“ და „ყირიმის“ დეკლარაციების შედგენისას აშშ-ის ადმინისტრაციები ხელმძღვანელობდა - მოსაზრება
29-07-2018, 20:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-მა უკრაინასთან მიმართებით მიიღო „ყირიმის დეკლარაცია“, სადაც საქართველოს რეგიონები, აფხაზეთ-ცხინვალი ნახსენებიც არ არის"! ამ დღეებში, აშშ-მა მიიღო ე.წ. „ყირიმის დეკლარაცია“, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ბი არ ცნობენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მოუწოდებენ რუსეთს „შეაჩეროს“ ეს გადაწყვეტილება! ამ დეკლარაციას იმიტომ ჰქვია „ყირიმის“, რომ რუსეთის მხრიდან მხოლოდ(!) ყირიმის ანექსიას გმობენ ამერიკელები და მასში, - სიტყვა არ არის ნათქვამი, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციაზე და „დამოუკიდებლობის აღიარებაზე“!

 

 

აღნიშნული დეკლარაცია, თითქმის ანალოგიაა (განსხვავება ის არის, რომ ბალტიის ქვეყნები ერთიანი სახელმწიფოებია, ხოლო ყირიმი უკრაინის სახელმწიფოს რეგიონი) აშშ-ის მიერ 1940 წელს მიიღებული დეკლარაციისა, რომელიც მათ სსრკ-ს მიერ ბალტიის სახელმწიფოების (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) ოკუპაციასთან დაკავშირებით მიიღეს, რასაც შემდგომში მოჰყავა ამ ქვეყნების ანექსია! დიახ, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც სსრკ დაიშალა, აშშ-ს ბალტიის სამივე სახელმწიფო მიაჩნდა ანექსირებულად! ბალტიური სამივე სახელმწიფოს საელჩოები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (50 წელი!) ფუნქციონირებდნენ ვაშინგტონში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობები! დიახ, ეს გახლავთ, მოკლე ისტორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი მხარე ამ საკითხისა, რეალურად კი, ბალტიის სამივე სახელმწიფო დამოუკიდებელი გახდა მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი (სსრკ) დაიშალა, 1991 წელს! რატომ ვცდილობ, რომ შეძლებისდაგვარად ღრმად გადმოგცეთ ამ თემის - "დედა აზრი"?! იმიტომ, რათა სრულად გავაცნობიეროთ, რომ აშშ-ის მიერ სხვდასხვა დროს მიღებულ ორ დეკლარაციაში (1. 1940 წელი - „დეკლარაცია ბალტიის სახელმწიფოების ოკუპაციის შესახებ“ და  2. 2018 წელი - „ყირიმის დეკლარაცია“), არსად ნახსენები არ არის საქართველო: პირველ შემთხვევაში, 1921 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ინტერვენცია, ოკუპაცია და ანექსია; მეორე შემთხვევაში, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ (ყირიმიც, ხომ უკრაინის რეგიონია?!) ოკუპაცია, მათი „დამოუკიდებლობების აღიარება“! ანუ, როგორც პირველ ისტორიულ მაგალითში, ასევე მეორეშიც, თანამედროვე ისტორიულ მონაკვეთზე, - საქართველო იმ „პოლიტიკურ კონტექსტში“ ვერ და არ „ჩაჯდა“, რითაც მაშინ და ახლაც იხელმღვანელა აშშ-ის ადმინისტრაციებმა, ორივე დეკლარაციის შედგენის დროს!!

 

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ, ქართველებმა მოცემული რეალობა სწორად უნდა აღვიქვათ და გავაანალიზოთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედოთ! ჩემთვის კი, თუ გაინტერესებთ, ცხადია, რომ ის კონფრონტაციული ტონი და მოთხოვნა, რაც ამერიკულ დეკლარაციებშია ასახული, არ მოგვცეს საშუალებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენისათვის! ამგვარად, თუ ამ ამერიკულ სტრატეგიას გავყვებით, „უკეთეს“ შემთხვევაში, საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია და გამთლიანება შესაძლებელი გახდება, მხოლოდ რუსეთის "დაშლის" შემდგომ, როგორც ეს მოხდა ბალტიელების შემთხვევაში, ანუ სსრკ-ს დაშლის შემდეგ! ასევე, ყირიმს უკრაინაში „დაბრუნება“ არ უწერია, თუ რუსეთი არ „დაიშალა“, მაგრამ...

 

 

P.S. ახლა კი მთავარი, რა განასხვავებაა რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმსა და მის მიერ აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია - „დამოუკიდებლობა აღიარებას“ შორის?! უმთავრესი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ყირიმის შემთხვევაში, რომელსაც რუსეთი - მის განუყოფელ ნაწილად თვლის, - მოსკოვი არასოდეს მოლაპარაკება-კომპრომისზე არ წავა, როგორი დეკლარაციებიც არ უნდა მიიღოს ვაშინგტონმა! ხოლო, აფხაზეთ-ცხინვალს, რუსეთი არასოდეს მიიჩნევდა - „მის განუყოფელ წაწილად“ - და მათთან მიმართებით, მოსკოვთან მოლაპარაკება-კომპრომისი შესაძლებელია!! ამიტომ, ქართველებს, უწინარესად მათ, ვინც ჯერჯერობით ხელისუფლებაშია, კეთილგონიერება, გამჭრიახობა, პრაგმატული აზროვნების უნარი უნდა გვეყოს და ყირიმი, აფხაზეთ-ცხინვალთან არ გავაიგივოთ, ზემოთ მოყვანილი უმნიშვნელოვანესი არგუმენტების გამო! ამ თვალსაზრისით, საქართველოს მიერ უნდა შემუშავებული იქნას შესაბამისი სტრატეგია, რომელსაც ჩვენს ერთგულ პარტნიორებს გავაცნობთ, უწინარესად აშშ-ს, რადგანაც ძლიერი მოკავშირეები აუცილებელია, როდესაც ყოვლისმომცველ დიალოგს იწყებ რუსეთთან, რომ ურთიერთ კომპრომისების საფუძველზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს, რაც შესატყვის სამხედრო-პოლიტიკურ, უსაფრთხოების და საერთაშორისო-სამართლებრივ გარანტიებს დაეფუძნება!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 1
#1   ვაჟა მალაღურაძე
      
საქართველოს ფორმალური "თავისუფლება" და „დამოუკიდებლობა“ აზრს კარგავს, როდესაც იგი პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაეცემა. აღნიშნულს იწვევს მისი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, რაცსაც ახდენს დღეს რუსეთი მისი პოლიტიკის მეშვეობით არა მარტო საქართველოს მიმართ არამედ ამ მიზნით სხვა სახელმწიფოებზე და საერთაშორისო სტრუქტურებზე პოლიტიკური ზეწოლით.
ამ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთთან არა ერთი მოლაპარაკება ყოფილა ოფიციალურად და არაოფიციალურადაც, მაგრამ რუსეთის პოზიცია ცალსახად იყო დღესაც არის ის რომ მას არ აწყობს <<მასზედ პოლიტიკურად დამოუკიდებელი სუვერენული თვითკმარად განვითარებადი საქართველოს სახლმწიფოს არსებობა ამიერკავკასიის რეგიონში>>.
საქართველო რუსეთის ამ პოზიციას ვერ დაძლევს,მხოლოდ საგარეო ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკის იმედით, თუ მან თავად არ შექმნა მის წინააღმდეგ ანგარიშგასაწევი საკუთარი შიდა პოლიტიკური და სამხედრო ფაქრტორი ვინაიდან რუსეთი როგორც ევროპის სახელმწიფოებისთვის, ვისი იმედიც საქართველოს აქვს, ასევე ნატოსათვისაც, საქართველოს მიმართ მათ ინტერესებზე უფრო ანგარიშგასაწევ ძლიერ ფაქტორს წარმოადგენს, რის გამოც ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიანიჭებენ უპირატესობას საკუთარ ეროვნულინტერესებთან შედარებით, რაც არა ერთხელ გამოცადა საქართველომ.
როგორც სხვა სახელმწიფოების განვითარების ისტორიული პრაქტიკა გვიჩვენებს ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს საქართველოა მხოლოდ ანგარიშგასაწევი საკუთარი შიდა პოლიტიკური და სამხედრო ფაქრტორის შექმნის წინა პირობით და გარე მოკავშირეების ნხარდაჭერით და დახმარებით არის შესაძლებელი რუსეთის საქართველოს მიმართ დერჟავული ზრახვებისაგან თავის დაღწევა და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მასთან ნორმალური ახლო მეზობლური ურთიერთობის დამყარება.
გარე მოკავშრეებთან ინტეგრაცია და მათი მხრიდან ეკონომიკური დახმარების პოლიტიკა წარმართული უნდა იქნეს შიდა პოლიტიკური და სამხედრო ფაქრტორის შექმნისათვის და არა მისი შექმნის გარეშე, მხოლოდ გარე პოლიტიკური და სანხედრო ფაქტორით რუსეთზე ზემოქმედების ცრუ იმედის ფატალურად აღსრულების მოლოდინით მოსახლეობის პოლიტიკური გაბრიყვებით რუსთის და დასავლეთის მომხრეების ერთმანეთისადმი ხელოვნურად დაპირისპირების პირობებში გარე სტრუქტურებთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში რაც ფაქტიურად შლის საქართველოს ისედაც სუსტ სახელმწიფოებრიობას და მას მხლოდ სხვა სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის და მათი მოქალაქეების სარგებლობის და კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებად დაყოფის პერსპექტივას, უტოვებს, რასაც საკუთარი კერძო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიზანდასახულად ახორციელებს საქართველოს დღვანდელი პროსაბჭოური ავტოკრატული პოლიტიკური ელიტა მის მერ დამკვიდრებული პოლიტიკური რეჟიმის და მანიპულირებული დღევანდელი ხელისუფლბის მეშვეობით.
აღნიშნული შიდა პოლიტიკური და სამხედრო ფაქრტორის შექმნისათვის აუცილებელია არსებული ავტოკრატული რეჟიმის(ძალაუფლების ლეგიტიმაციის პოლიტიკურად უსამართლო ავტორიტარული პრინციპის)და მარიონეტული ხელისუფლების ეროვნულ-საზოგადებრივი და მოქალაქეების უმეტესობის ინდივიდუალური ინტრესების მიხედვით საზოგადებრივი ცხოვრების ორგანიზების პოლიტიკური პრინციპით ,ხალხის და კანონის ქვემდებარე ხელისუფლების არჩევით შეცვლა, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირ(უშუალოდ) დემოკრატიულად , პირდაპირ დემოკრატიული ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესით და მოქმედებით.
30 ივლისი 2018 06:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი