„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში უმსხვილესი ბიზნესინტერესები აქვს და მას „რამდენიმე მილიარდი აქვს შეტყაპუნებული ბიუჯეტიდან“.
როგორც მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმს“ უთხრა, „მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ივანიშვილის მსგავსი ბოროტმოქმედი პოლიტიკის სათავეში არ მოსულა“.
„ის რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ბიზნესინტერესები არ აქვს, წარმოადგენს ათასწლეულის სიცრუეს - მილიარდები აქვს ნაშოვნი ბიუჯეტში თანხების არგადახდით, ყველა მთავრობის დროს. ოქროს საბადოთი და გატანილი მადნით, რამდენიმე მილიარდი აქვს შეტყაპუნებული ბიუჯეტიდან, ისევე როგორც რკინიგზით, ნავთობსადენებით და გაზსადენებით. ეს არის ჰესები, ეს არის გვირაბები, ანუ, ვიმეორებ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი ბოროტმოქმედი პოლიტიკის სათავეში არ მოსულა და ეს ბედნიერება მაინცდამაინც ჩვენ შეგვხვდა“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.