„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს არ აქვს სინანულის გრძნობა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას სწორი დასკვნების გამოტანა არ შეუძლია და შესაბამისად, მისთვის პოლიტიკური მოღვაწეობის ფინალიც სავალალო იქნება.
გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ კენჭი ეყარა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მხარდაჭერა არ აქვს არც ჩრდილოეთიდან და არც დასავლეთიდან.
„ის თავს არ თვლის დამნაშავედ. ყველა არის დამნაშავე, მთელი კოსმოსია დამნაშავე, მაგრამ ის არ არის არაფერში დამნაშავე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის სწორ დასკვნებს ვერ აკეთებს და როგორც ჩანს ვერც გააკეთებს და ფინალიც დაახლოებით ცხადია ჩემთვის. ორი ფინალი არის: ან არჩევნებით მოუწევს მას ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ან სომხური რევოლუციის მაგვარი შეიძლება მოხდეს აქ. სხვანაირად აქ არ გამოვა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თავის დენდროპარკზე მას ნახევარი საათი ჰქონდა გამოყოფილი, საგარეო საქმეებზე კი მან 2 წუთი ილაპარაკა. მას აქვს ორმხრივი პრობლემა, ერთი ის, რომ მას დასავლეთში როგორც ჩანს, განაჩენი აქვს გამოტანილი; ასევე, როგორც ჩანს, მისი ბედ-იღბალი გადაწყვეტილია მოსკოვშიც. ეს არის ორმაგი კატასტროფა... სამწუხაროდ, ჩემთვის და ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილი არის ბევრ რამეში იძულებული. აქამდე მას ჰქონდა მოქმედების ძალიან დიდი ამპლიტუდა თავისუფლების, მაგრამ როცა ის მობრუნდა პოლიტიკაში ოფიციალურად, მან დაუშვა სტრატეგიული შეცდომა და როგორც ჩანს, ეს შეუქცევადი პროცესია“, აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ და დაამატა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული დაბნეულობა „ქართული ოცნების“ ლიდერში გამოიწვია იმ ორმხრივმა უარყოფამ, რასაც ადგილი აქვს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.
„მე მაინც ვრჩები იმ მოსაზრებაზე, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ კენჭი ეყარა, ბევრი რამის გამო, მაგრამ მხარდაჭერა არ აქვს არც ჩრდილოეთიდან და არც დასავლეთიდან, ამიტომ ეს დაბნეულობა გარკვეულწილად ამით არის გამოწვეული. როგორც ჩანს, თავის დროზე ორივე მხარეს რაღაცეებს ჰპირდეობოდა, ჩრდილოეთსაც და დასავლეთსაც, მაგრამ ახლა თამასუქების გასწორების დრო მოვიდა“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.