2020 წლისთვის „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილებები უფრო გაღრმავდება, დიდი ალბათობით, უფრო გაუარესდება მდგომარეობა ქვეყანაშიც, ამიტომაც შესაძლებელია სამაგალითოდ დასაჯონ კვირიკაშვილი და მისი გუნდი და ამით თითი დაუქნიონ უკმაყოფილო ჯგუფებს, თუ არ დაგვემორჩილებით, თქვენც ამ გზის გავლა მოგიწევთო, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
„ივანიშვილის თქმით, რაც კი რამ ცუდი ხდებოდა, კვირიკაშვილის ბრალი ყოფილა, წარმატება კი სხვისი დამსახურება, რაც ძალიან არალოგიკურია. ინტერვიუს შემდეგ, შესაძლოა, საზოგადოებაში გამყარდეს ეჭვი, რომ კვირიკაშვილის თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარებები პოლიტიკური დაკვეთა იყო. ამასთან, თუ ნამდვილად არსებობს სამოხელეო გადაცდომა ან დანაშაული, რა თქმა უნდა, უნდა გაირკვეს და დამნაშავეც დაისაჯოს. ერთი კია, ცხადად ჩანს, რომ პარტიაში ერთიანობა არ არის და არსებობს დაჯგუფებები, რომლებსაც ერთმანეთთან მსოფლმხედველობრივი და იდეური კავშირი არა აქვთ - ერთი ალთასაა და მეორე ბალთას, ცხადია, ვერც იქნებოდა ერთგვაროვანი, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ეს უმრავლესობა წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ტიპებმა დააკომპლექტეს. „ქართული ოცნება" დგას საფრთხის წინაშე, რომ დაიშალოს ჯგუფებად, რადგან მათ თავიანთი პოლიტიკური (და არა მხოლოდ) ინტერესები აქვთ. როგორც კი ამ ინტერესებს რაიმე დაემუქრება, მაშინვე აირევა მონასტერი“, აცხადებს ექსპერტი და განაგრძობს:
„მძაფრი ურთიერთდამოკიდებულებები რომ აქვთ ერთმანეთში, ჭიჭინაძის ინციდენტითაც გამოჩნდა... 2020 წლისთვის განხეთქილებები უფრო გაღრმავდება, დიდი ალბათობით, უფრო გაუარესდება მდგომარეობა ქვეყანაშიც, ამიტომაც შესაძლებელია სამაგალითოდ დასაჯონ კვირიკაშვილი და მისი გუნდი და ამით თითი დაუქნიონ უკმაყოფილო ჯგუფებს, თუ არ დაგვემორჩილებით, თქვენც ამ გზის გავლა მოგიწევთო. რა გასაკვირია, რომ შექმნილი ვითარება ვინმემ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასოს, როდესაც კარგად გვახსოვს ტრაქტორებისა და კაბელების საქმეები... და როდესაც ჭარბვალიანობაზე ვლაპარაკობთ, არსად მინახავს ანალიზი, რამ წარმოშვა ჭარბვალიანობა.... ჭარბვალიანობის პრობლემა დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "ნაციონალებმა" ბანკებს არაპროფილური საქმიანობის უფლება მისცეს და იმავდროულად, ბანკები გამოიყენეს მოსახლეობის დასაბეგრად და მათგან ფულის ამოსაღებად. მუშაობდა ასეთი პრინციპი, რომლის მონაწილეებიც გახლდნენ საგადასახადო პოლიცია, ბანკები და მეწარმე ან ფიზიკური პირი. პოლიცია შედიოდა კონკრეტულ ობიექტში, დააყადაღებდნენ ქონებას, მეპატრონეს კი ეუბნებოდნენ, წახვალ ბანკში, ჩადებ მთელ შენს ქონებას, აიღებ კრედიტს და გადაიხდი უზარმაზარ ჯარიმასო. ფაქტობრივად, ბანკებს ბიუჯეტის შესავსებად, ქონების წასართმევად თუ ბიზნესწილების გადასანაწილებლად იყენებდნენ. მაინტერესებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სათანადო რეგულაციები რატომ მაშინვე არ შემოიღეს, როდესაც 2012 წელს „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში?!“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.