კალიფორნიაში ხანძარმა 194 კვ.კმ მოიცვა და 500-ზე მეტი ნაგებობა გაანადგურა - 12 000 მეხანძრე ცეცხლს უიმედოდ ებრძვის
30-07-2018, 11:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს ათასობით მეხანძრე ებრძვის, ცეცხლი მაინც ბობოქრობს და სწრაფად ვრცელდება.

 


მეხანძრეების თქმით, ხანძარს ხელს მშრალი ამინდი და ცვალებადი ქარი უწყობს. ამჟამად, ხანძარს 12 000 მეხანძრე ებრძვის.

 


BBC-ს ცნობით, კალიფორნიაში ხანძრის რვა დიდი კერა შეინიშნება, რომლებიც 90 ოლქშია მოდებული.

 


ჩრდილოეთ კალიფორნიაში მდებარე შასტას ოლქში გაჩენილმა ხანძარმა ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი და მათი ბებია.

 


სტქიქიამ ორი მეხანძრეც შეიწირა. მესამე მეხანძრე იოსემიტთან ახლოს მდებარე ხანძარმა იმსხვერპლა.

 


ხანძარი პარასკევს ღამით გაორმაგდა და მეხანძრეებს კვირისთვის მხოლოდ 5% ქონდათ ლიკვიდირებული. ხანძარი უკვე 194 კვ.კმ-ს მოედო და 500-ზე მეტი ნაგებობა გაანადგურა.

 

 



„როიტერსის“ ინფორმაციით, ხანძრის პირველი კერები ორშაბათს გაჩნდა და ხუთშაბათს უკვე დიდი ტერიტორიები მოიცვა და გაძლიერდა.

 


კალიფორნიის სახანძრო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, კენ პიმლოტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მეხანძრეები „მბრუნავ ცეცხლს ხედავდნენ, რაც ტორნადოს გავდა“.



„ქარმა ცეცხლი აიტაცა და დაატრიალა. მან მოგლიჯა ხეები, გაიტაცა ავტომობილები და მაგისტრალის ნაწილები“, დაამატა მან.

 

 

 


შასტას ოლქიდან 38 000 ადამიანია ევაკუირებული. კალიფორნიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა აღნიშნულ და კიდევ სამ ადგილას.

 


კალიფორნიაში ხანძრები მშრალი და ცხელი ამინდების გამო ხშირი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ხანძრის სეზონი ასეთი სიმწვავით ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გახსნილა. ხანძრის გამოწვევას ხელი შეუწყო 2012-17 წლების გვალვამ, რომელმაც ბევრი ბოსტნეული გაანადგურა.

 


გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა დეკემბერში აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე ხანძარი „ახალ ნორმად“ იქცა და დიდი ხანძრები „შეიძლება ყოველ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოხდეს“.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი