თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ქვედანაყოფია ჩართული. უფრო კონკრეტულად, სვანიძის ქუჩაზე I ქვეითი ბრიგადის ასეული მუშაობს, ზოოპარკში კი საინჟინრო ბრიგადის ოცეული. ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა – ექსკავატორები, თვითმცლელი და დამტვირთავი მანქანები. წყნეთის ქუჩაზე, ვერეს ხეობაში მდებარე პოლიციის შენობასა და "მზიურის" ჩასასვლელში კი დისლოცირებულია ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ერთი ოცეული, რომელიც ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს, ამასთან, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც – 16 სატვირთო თვითმცლელი მანქანა, 3 მუხლუხებიანი ექსკავატორი და სხვადასხვა მოდიფიკაციის 5 ტრაქტორი. IV მექანიზირებული ბრიგადის ერთი ოცეული მუშაობს სოფელ ახალდაბაში, რომელიც მოსახლეობის სახლებისა და სახლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ცოცხალი ძალითა და სპეციალური ტექნიკით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველივე წუთებიდან მონაწილეობს. ორშაბათიდან სამუშაოებში ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებიც ჩაერთნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.