მამუკა ბახტაძისთვის ამხელა ტვირთის აკიდება ძალიან არასწორი მგონია. მისმა პირველივე გადაწყვეტილებამ სვანეთში ლამის სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
„რაც შეეხება ბახტაძეს, პრემიერობას გამოცდილება სჭირდება. ბახტაძე ახალგაზრდა კაცია, მინდა წარმატება ვუსურვო, მაგრამ მისთვის ამხელა ტვირთის აკიდება ძალიან არასწორი მგონია, მით უფრო, რომ პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს. ბახტაძის პირველივე გადაწყვეტილებამ სვანეთში ლამის სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია. გუნდი მას არ ჰყავს და ვერც ეყოლება. გუნდს ვერავინ შექმნის მაშინ, როდესაც ცდილობ კარგი ურთიერთობა გქონდეს ივანიშვილთან. საქმე ის არის, შენი გუნდიც ხედავს, რომ რეალურად შენ არა ხარ გადაწყვეტილებების მიმღები, შესაბამისად, შენთან იქნება მანამდე, ვიდრე ხელისუფლებაში ხარ. ახალი გუნდი „ოცნებაში“ შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილთან დაპირისპირების შემთხვევაში“, აცხადებს ექსპერტი.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არასწორად დაბრუნდა და იგი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც რეალურად მართავს ქვეყანას, ანუ გახდეს პრემიერი.
„როდესაც ივანიშვილი მიდიოდა ხელისუფლებიდან, მაშინ ვთქვი, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო, რაც, სამწუხაროდ, გამართლდა. მას შემდეგ სულ ვამბობდი, უნდა დაბრუნდეს-მეთქი, დაბრუნდა, მაგრამ არა იქ, საიდანაც ქვეყანა რეალურად იმართება. მოკლედ, დაბრუნდა არასწორად. იმავე ინტერვიუში მან განაცხადა, პარტიაში შეიქმნება საბჭოები ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის და ა.შ. საკითხებზე და საბჭოებში, როგორც პარტიის წევრები, ჩართული იქნებიან მინისტრებიცო. ეს შოკის მომგვრელი განცხადებაა. თუ მართლაც ასე გაკეთდა, ჩვენ მივიღებთ არა დემოკრატიულ ქვეყანას, არამედ ცეკას რეანიმაციას და ამის მართლა მეშინია. კომუნისტური რეჟიმის დროს არსებობდა პარტიის ცენტრალური კომიტეტი და არსებობდა მთავრობა. პარტიის ცეკას არაფერი ევალებოდა, გარდა იმისა, რომ კონტროლს უწევდა მთავრობას და შეეძლო ვინც უნდოდა, დაენიშნა და გაეთავისუფლებინა. გამოდის, ამ სისტემისკენ მივდივართ. იმედია, ამას არ გააკეთებენ... ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც ის რეალურად მართავს ქვეყანას, ანუ გახდეს პრემიერი - მერე გინდა მრჩეველთა ჯგუფები შექმნას, გინდა საბჭოები და რაც უნდა, ის აკეთოს, მაგრამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ცუდად მიმავალი პროცესის შეჩერებას“, ამბობს ძაბირაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.