ზაალ უდუმაშვილი: „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული განხეთქილებაა... ბიძინა ივანიშვილი არავისთვის არაფრის დათმობას არ გეგმავს
30-07-2018, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასა და არჩევნების თარიღის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებაში“ სერიოზული განხეთქილებაა.



მანვე „რუსთავი 2“-თან საუბრისას დაამატა, რომ არჩევნების გაჭიანურება ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

 


„არჩევნების თარიღის გაჭიანურება მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი და არ იყოს ეს დამოკიდებული იმაზე, თავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დააყენებს თუ არა კანდიდატურას, ან რას ურჩევს მას „ქართული ოცნება“. მიეცეს ყველას საშუალება, რომ ნორმალურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, განსაკუთრებით ოპოზიციას. ბიძინა ივანიშვილი არავისთვის არაფრის დათმობას არ გეგმავს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, თუ თავად დააყენებენ კანდიდატურას. ყოველ შემთხვევაში, ფაქტი ერთია - დღეს, „ქართული ოცნება“ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რადგან დღემდე ვერ გადაწყვიტა  ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი. ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით, „ქართულ ოცნებაში“, არის სერიოზული განხეთქილება“, განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი