თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკადრო პოლიტიკა ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და ამის დასტურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 29 წლის თორნიკე რიჟვაძის დანიშვნაც, რაც პაპავას თქმით, „იმ საბავშვო ბაღის გაგრძელებაა, რასაც სააკაშვილმა დაუდო სათავე, როცა მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ გამოუცდელი გოგო-ბიჭები“.
„საკადრო პოლიტიკა რომ ისევ არასწორი მიმართულებით მიდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ვინმე რიჟვაძის დანიშვნაც მოწმობს. 29 წლის ბიჭი აჭარის მთავრობის მეთაურად რა დასანიშნია? არ ვიცი, მისმა წინამორბედმა პატარაძემ რა გააკეთა, მაგრამ მას დიპლომატიური გამოცდილება მაინც ჰქონდა, მთავრობისთვის საყმაწვილო ასაკის რიჟვაძე კი რატომ დაინიშნა ასეთ მაღალ თანამდებობაზე, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს იმ საბავშვო ბაღის გაგრძელებაა, რასაც სააკაშვილმა დაუდო სათავე, როცა მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ გამოუცდელი გოგო-ბიჭები, რომლებიც დირექტივას ყოველთვის „ზემოდან“ ელოდნენ. აშკარაა, რომ ბატონ ბახტაძის გაპრემიერმინისტრებამ დიდი საკადრო რყევები გამოიწვია როგორც მთავრობაში, ისე რეგიონულ ხელისუფლებაში. არ გამიკვირდება, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეებიც შეცვალონ. როდესაც ბახტაძე ფინანსთა მინისტრი გახდა, კვირიკაშვილის გუნდის წევრმა, ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარემ, ის გააკრიტიკა იმისთვის, რომ ჭარბვალიანობის გამო ბანკებს შეუტია. რა იცოდა იმ საცოდავმა, რომ მალე კვირიკაშვილს გაუშვებდნენ და ვისაც დაუპირისპირდა, პრემიერი სწორედ ის გახდებოდა“, აცხადებს პაპავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.