ჯგუფ „არგო“-ს საიუბილეო კონცერტს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
მუსიკალური ჯგუფი „არგო“ ვანის მუნიციპალიტეტში უკვე 10 წელია მოღვაწეობს და აკეთებს ხარისხიან მუსიკას, რაც საზოგადოებაში მათი რეპერტუარის პოპულარობას განაპირობებს.
მუსიკალურ ჯგუფს 10 წლის მანძილზე მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ ადგილობრივ და საერთშორისო ფესტივალსა და კონცერტში, მათ შორის: „არგო“ მონაწილეობდა პრაღაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში, შემდეგ ქალაქ ბერლინში გამართულ კონცერტში. ჯგუფს სოლო კონცერტი ქონდა საბერძნეთშიც.
ჯგუფის სიმღერები პოპულარობით სარგებლობს მუსიკალურ რადიო გადაცემებშიც. კონცერტზე ჯგუფის ახალი სიმღერის პრემიერაც გაიმართა. საიუბილეო კონცერტში „არგო“-სთან ერთად მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფი ქუთაისიდან, სოფიო ნანაძე, თამარ ალადაშვილი და ლაშა რამიშვილი.
ღონისძიებამ სასიამოვნო ვითრებაში ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.