წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ოტია იოსელიანის სახლის ეზოში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრმა ლიტერატურული სპექტაკლი „ჩვენი ოტია“ წარმოადგინა. სპექტაკლს მწერალ ოტია იოსელიანის შემოქმედების თაყვანისმცემლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებოდნენ.
მსახიობმა იზა ვეფხვაძემ ოტია იოსელიანის ნაწარმოებებიდან და ინტერვიუებიდან ამონარიდები წაიკითხა. საღამოს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა ოტიას მეგობრების მიერ ჩანიშნულმა და გაცოცხლებულმა საზოგადოებისათვის აქამდე უცნობმა ისტორიებმა.
ოტია იოსელიანი გაიხსენეს მწერალმა გიზო თავაძემ, ა(ა)იპ „წყალტუბოს კულტურის ცენტრის“ მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ და საბიბლიოთეკო გაერთიანების მენეჯერმა სულიკო სვანიძემ. სტუმრებს დაჩი იოსელიანმა უმასპინძლა და დამსწრე საზოგადოებას მწერლის სიყვარულისა და ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.