დიმიტრი გვრიტიშვილი: მოსამართლეების დანიშვნა აუცილებლად კონკურსის წესით უნდა მოხდეს
30-07-2018, 13:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა აუცილებლად კონკურსის წესით უნდა მოხდეს, რაც შეეხება აშშ-ს საელჩოს  მიმართული იყო არა კონკურსის გაუქმებაზე არამედ მოსამართლეების გადანიშვნის პროცედურებზე.

 

 

„აშშ-ს საელჩოს და არასამთავრობოების განცხადებები, ასევე საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრის პოზიცია მიმართული იყო იქით, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონი 79-ე მე-4 პრიმა მუხლით გათვალისწინებული გადანიშვნების პროცედურები შეჩერდეს. საუბარია, ე.წ გამოცდილი მოსამართლეების გადანიშვნაზე, რომელსაც სამწლიანი გამოცდილება აქვს და უკონკურსოდ ხდება მათი მუდმივი ვადით გამწესება. ამასთან დაკავშირებით ცალსახად დააფიქსირა პოზიცია ანა დოლიძემაც და აშშ-ს საელჩოს რეკომენდაციაში არ ყოფილა საუბარი კონკურსების წესით დანიშვნის შეჩერების თაობაზე. თუ კონკურსი ჩატარდება, იქ ერთ ვაკანსიაზე რამდენიმე პირი მონაწილეობს და მათ შორის საბოლოოდ, საუკეთესო უნდა გამწესდეს. კონკურსის ჩატარება რომ აუცილებელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. საქმეთა გადატვირთულობიდან გამომდინარე სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიები მაქსიმალურად უნდა შეივსოს და ეს პრობლემა მოგვარდეს”, განაცხადა გვრიტიშვილმა.

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს. კერძოდ, ეს არის შესარჩევი კონკურსი. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პირს, რომელსაც სურს, გახდეს მოსამართლე, ამისთვის კი აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი