პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთის სოფელ ხოდაშენში ამომრჩეველს თხოვნით მიმართა - „მოვიგოთ ეს არჩევნები“. მან ადგილობრივებთან საუბრისას ის პერიოდი გაიხსენა, როცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის აეროპორტს აფართოებდა და მესტიის საკურორტო ზონას ქმნიდა იმ ფონზე, როდესაც მას ამ ნაბიჯების გადადგმის გამო „დასცინოდნენ“.
„სამუშაო ადგილები თუ არ შეიქმნა, ისე ვინ დაბრუნდება. პროექტები თუ არ დაიწყო... გახსოვთ, რომ დაგვცინოდნენ? მართლა ხომ გახსოვთ? ქუთაისში აეროპორტს აშენებთო? გახსოვთ? ახლა მეორე ტერმინალს აშენებენ, იმიტომ რომ ის აღარ ყოფნის. მიშა რომ ეუბნებოდა, მესტიაში რომ ეკითხებოდნენ: ძროხები სად ვაბალახოთო? მიშა რომ ეუბნებოდა, რომ იმდენი ტურისტი გეყოლებათ, რომ ძროხის დრო სად დაგრჩებათო. საცობები არის ტროტუარებზე, მესტიაში. ზუგდიდიდან ამოაქვთ საჭმელი, თავისი აღარ ჰყოფნით. ის გახსოვთ, ივანიშვილი რომ დაგვცინოდა? სამხედრო წარმოება საქართველოში ვინ გაიგონაო? მერე გამოვარდნენ და სიამაყით ყვებიან, რომ 110 ჯავშან-ტრანსპორტიორი მივყიდეთ საუდის არაბეთსო, გეგონება მაგისი გაკეთებული იყო. ხალხნო, მოვიგოთ რაა ეს არჩევნები რაა, მოვიგოთ, მოვიგოთ რაა“, მიმართა ვაშაძემ ხოდაშენის მოსახლეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.