„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს მოუწოდებს, ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საქმიანობა გამჭვირვალე იყოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხარჯავს პრეზიდენტი ბიუჯეტის თანხებს. ზოგიერთი 8-მილიონიანი დარღვევის საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმედ რომ მოიხსენიებს, დოკუმენტებით, რომელიც აღარ არის საიდუმლო, თუმცა გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნა გვიან მოხდა, ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე ბრალი აქვს წარდგენილი. მნიშვნელოვანია, მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალმა პრეზიდენტმა ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს“, განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.