„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა საფრანგეთის პარლამენტს მიმართა, რათა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ივანიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის „კრიმინალურ საქმიანობაში“ მთელი რიგი მანიპულაციებია აღმოჩენილი და ის ამისთვის უნდა დაისაჯოს.
„დღეს საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატას მივმართე, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა გაირკვეს, რატომ არ დგება პასუხისმგებლობა ივანიშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ანგოლა გეიტთან დაკავშირებით, საფრანგეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით და მთელ რიგ მანიპულაციებთან მიმართებაში, რაც აღმოჩენილი იქნა მის კრიმინალურ საქმიანობაში. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ამ ვერაგი არსების დაცვა მსოფლიო თანამეგობრობის ნებისმიერი, ოდნავ დემოკრატიული, ქვეყნისაგან. ისეთი ქვეყანა, როგორიც საფრანგეთია, არ იმსახურებს ასეთ მოკავშირესა და მოქალაქეს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.