ეკა ბესელია: „ამ კაცს სიკეთის მეტი მართლა არ გაუკეთებია ამ ქვეყანაში და რატომ უნდა იყოს ეს ტრენდი, რომ ლანძღონ ივანიშვილი და შენ პასუხი არ უნდა გასცე?!“
30-07-2018, 16:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ამ კაცს სიკეთის მეტი მართლა არ გაუკეთებია ამ ქვეყანაში და რატომ უნდა იყოს ეს ტრენდი, რომ ლანძღონ ივანიშვილი და შენ პასუხი არ უნდა გასცე“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ “TV პირველის“ ეთერში.

 

 

„რაღაცნაირად შეგვაჩვიეს ყველა, წესად იქცა, რომ ყველა სიტყვის დასაწყისში, შუაში ან ბოლოში ბიძინა ივანიშვილის ლანძღვაა და ოპოზიცია მუდმივად გამოდის, ცუდი ამინდია, ცუდ ხასიათზე გაიღვიძეს თუ ცუდი სიზმარი ნახეს, იწყებენ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვით, და ამ დროს, არ ვიცით რა გააფუჭა ამ ადამიანმა ამ ქვეყანაში, მართლაც სიკეთის მეტს ხომ არაფერს აკეთებს და ხშირად უპასუხოდ რჩება ეს ბრალდებები, თითქოს მერე რა მოხდა და ცუდ ტონად ითვლება, რომ თუ კარგს იტყვი ბიძინა ივანიშვილზე, ხომ არ ხარ მლიქვნელი.

 

 

მადლიერების გამოხატვა, ობიექტური პასუხის გაცემა სათაკილოა? ადამიანი კარგად რომ მომესალმება ვალდებულად ვგრძნობ თავს, რომ უკეთესად მივესალმო. ამ კაცს სიკეთის მეტი მართლა არ გაუკეთებია ამ ქვეყანაში და რატომ უნდა იყოს ეს ტრენდი, რომ ლანძღონ ივანიშვილი და შენ პასუხი არ უნდა გასცე“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 8
#8   დავით გოცირიძე
      
ციტატა: ნიკო
რამდენი იდიოტია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ!? გაუნათლებელ ვაჭარს აღმერთებენ, თურმე ეტალონი ყოფილა. რა გაგიკეთათ ეტალონმა ის რომ ქვეყანა ფეოდალურ წყობას რომ უბრუნდება? ხალხი ქვეყნიდან რომ გარბის, ვისთვის გინდათ ეს ქვეყანა? ნუთუ ვერ ხედავთ მთელი ცივილური მსოფლიო წინ მიდის,მალე გავლენ დედამიწის გარეთ, თქვენ კი ნამგალს ვერ ჭედავთ. ქვეყანაა ცოდვა თორემ, მლიქვნელები და კუჭით მოაზროვნე ზღვაში ჩაყაროს, შეიძლება მერე რამე ეშველოს, თუ არა და მაინც დარხეული გვაქვს და ესაა!

ვინმე ნიკოს!თხა და გიგოს ასწავლიდნენ და ახლაც უნდა იყოს... შენ თხა ხარ... გაუნათლებელი ვაჭარიო, ეს უკვე შენი უწიგნურობაა... რაც შეეხება ნამგალი რომ არ იცი, ან თოხი როგორ იხმარება ეს არის შენი პაწია კუის ზღაპარი... მეტი რა, თუმც ეჭვი მეპარება რომ მიხვდე რამეს. წადი, ვის რაში გამოადგები.... ცოდო კი ხარ...
4 იანვარი 2019 15:29
#7   დათიკო
      
ბიძინა კლდეა, ვერაფერი დააკლდება. ისინი თავად ვნებენ საკუთარ თავს, ვინც უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად ლანძღავს, იმათ მსგავსად, ვინც გამორჩენის მიზნით აქებს.:
1 იანვარი 2019 15:38
#6   რამაზ ხოტივარი
      
ბიზინა ივანიშვილი ქართველებს უფალმა აჩუქა. ასე ხდება ხოლმე მხოლოდ 100 წელიწადში ერთხელ. ასა დანახვა და დაფასება უნდა.

ციტატა: რამაზ ხოტივარი
ბიზინა ივანიშვილი ქართველებს უფალმა აჩუქა. ასე ხდება ხოლმე მხოლოდ 100 წელიწადში ერთხელ. ამას
ედანახვა და დაფასება უნდა.
8 ნოემბერი 2018 23:51
#5   ნიკო
      
რამდენი იდიოტია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ!? გაუნათლებელ ვაჭარს აღმერთებენ, თურმე ეტალონი ყოფილა. რა გაგიკეთათ ეტალონმა ის რომ ქვეყანა ფეოდალურ წყობას რომ უბრუნდება? ხალხი ქვეყნიდან რომ გარბის, ვისთვის გინდათ ეს ქვეყანა? ნუთუ ვერ ხედავთ მთელი ცივილური მსოფლიო წინ მიდის,მალე გავლენ დედამიწის გარეთ, თქვენ კი ნამგალს ვერ ჭედავთ. ქვეყანაა ცოდვა თორემ, მლიქვნელები და კუჭით მოაზროვნე ზღვაში ჩაყაროს, შეიძლება მერე რამე ეშველოს, თუ არა და მაინც დარხეული გვაქვს და ესაა!
3 ოქტომბერი 2018 14:56
#4   თენგიზ მილორავა
      
ქალბატონო ეკა. ვინც ივანიშვილზე ცუდს ლაპარაკობს ის საქართველოს მტერია, ან ნაციონალისტია ან ფული სჭირდება ძალიან. ივანიშვილი საქართველოსთვის არის როგორც ჩვენი მამაო, ის განგებამ მოავლინა საქართველოს. ერმა კოლეკტიური სიბრძნე გამოიხატა იმ არჩევანში რომელმაც თქვენ მოგიყვანათ სათავეში. ებრძოლეთ ნაცებს და არ შეარჩინოთ ტყუილი ბიძინაზე. დაიცავით ის ისე როგორც მამაოს დაიცავთ.
4 სექტემბერი 2018 11:27
#3   givi
      
პასუხი წლების წინ, დიდმა კონსტანტინემ ათქმევინა მეფე გიორგის... ასე იყო და ასეა ახლაც, სამწუხაროდ ვერაფერი ვისწავლეთ ჩვენი დიდი ისტორიიდან...
4 სექტემბერი 2018 08:19
#2   ია
      
ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი სიკეთის ეტალონია, პატრიოტიზმის და საკუთარი ქვეყნის უზომო სიყვარულის, ქართველობის, ქართული ოჯახის და ტრადიციების სიყვარულის ეტალონი! ასე უკიდეგანოდ და უსასრულოდ გასცემდეს საკუთარ ფულს ადამიანი, საქართველოში მეორე არ მოიძებნება ( და, დარწმუნებული ვარ, არც მსოფლიოში!!!!) ღმერთმა სიკეთე ნუ მოუშალოს მის ოჯახს! უმაგრესი ადამიანი!
4 სექტემბერი 2018 04:38
#1   ქეთევანი
      
ეკა ბესელიასავით მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველები არიან მისეული ივანიშვილის „სალაფავს“. ვისაც სხვებიც ადარდებს, ივანიშვილის დაცვაში კი არ ხარჯავენ დროს, ამხელენ მის გაუნათლებლობას და სიბნელეს, ამით თვალს უსწორებენ სიმართლეს. სამწუხაროდ, ბესელიასნაირების „გაძღომის“ შანსი არ არის... გამოსავალს ალბათ ჩემზე ჭკვიანები მოძებნიან. მე კი ვფიქრობ, შადიმანების შემოსევაა, მომგერიებელი კი არავინაა...
3 სექტემბერი 2018 17:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი