მესტიის მუნიციპალიტეტში დღესასწაული „სვანეთობა 2018“ გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები თუ შემსრულებბლები, ასევე პოპულარული ქართველი ჯგუფები.
ფესტივალის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ერთეულს წარმოდგენილი ქონდა ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშები. ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ქონდათ ფესტივალის მიმდინარეობის დროს დაეგემოვნებინათ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაეთვალიერებინათ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.
ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა სამეწარმეო მარკეტი პროექტის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, სადაც წარმოდგენილი იყო 30 მეწარმის მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქტი. დაიდგა სავაჭრო ფურა, სადაც გაიყიდა ჰოთ-დოგები და ლუდი, მოეწყო შეჯიბრი ლუდის სმაში.
ასევე წარმოდგენილია საბავშვო კუთხე, სადაც ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობებია მოწყობილი.
ასევე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების თუ ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. დასკვნითი კონცერტი ჯგუფების „ეგარისა“ და „რეგიონის“ მონაწილეობით ჩატარდა.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.