ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ერთ კილომეტრიან გზას რეაბილიტაცია უტარდება.
რეგიონული განვითარების ფონდიდან სოფელში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 171 855 ლარით დაფინანსდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მოადგილე არჩილ მაღრაძესთან და ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებთან ერთად, გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ახალსოფლის გზის გასწვრივ მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები.
სამუშაოები სახელშეკრულებო ვადებით აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.