პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საქმის გაჭიანურება იმას ემსახურება, რომ გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო დღეები ბოლომდე ამოწუროს.
„ამ ვადის დასახელება ნიშნავს იმას, რომ კანონით არსებული გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და, შესაბამისად, საარჩევნო გარემოსთვის შესაბამისი გარემო შეიქმნება. მე ვფიქრობ, აჭიანურებს იმიტომ, რომ ის აპირებს თავისი ვადის ბოლო დღემდე მიყვანას და გამოყენებას. ვფიქრობ, რომ ის დანიშნავს არჩევნებს, ალბათ, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში და ეს ემსახურება იმას, რომ მან თავისი საპრეზიდენტო დღეები ამოწუროს ბოლომდე“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.