პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ჯერ არ შეთანხმებულა თუ რა ნომრით იქნება წარმოდგენილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. ამ თემაზე პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა. ჩარკვიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძისთვის უკეთესი იქნება თუ პირველი ნომრით იქნება წარმოდგენილი, რადგან პარტიებს არ აძლევს ხალხი ხმას და ვისაც შიშები ჰქონდა მათაც გაუქრებათ. იმ ინფორმაციას, რომ გაერთიანებიდან გავიდა უარყოფს.
„ჩვენ პარტიებს არ ვაძლევთ ხმას. ძალიან კარგი თუ პირველი ნომერი იქნება. ძლივს შეკოწიწებულ რაღაცებს ვხედავ და იმათ როგორ გავეჩხირები და ყელზე როგორ დავადგები, ძლივს რაღაცა საქართველოს ცოტა გაერთიანებას უჩანს პირი. მგონია რომ შეჯერდება პირველ ნომერზე ეს კიდევ უკეთესი იქნება ბატონი გრიგოლისთვის და იმ ხალხისთვის ვისაც რაღაც პაწია შიშები ჰქონდა“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ქრონიკის“ ჟურნალისტთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.