დავით მათიკაშვილი: მოვუწოდებ მარგველაშვილს, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით
30-07-2018, 17:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს დროულად დაასახელოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, რათა „ჩვენმა მეგობრებმა ევროპიდან და ამერიკიდან დროულად გაიგონ როდის იქნება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები“.

 


„ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ როდის დაასახელებს პრეზიდენტი თარიღს. საპარლამენტო არჩევნებზე 6 თვით ადრე დაასახელა პრეზიდენტმა თარიღი და რა გავლენა მოახდინა ამან საარჩევნო პროცესზე კარგად გვახსოვს, - ძალიან გააძვირა წინასაარჩევნო გარემო. არგუმენტაცია კი პრეზიდენტის მხრიდან იყო ის, რომ პარტიებს დიდი დრო უნდა ჰქოდეთ რათა კარგად მოემზადონ არჩევნებისთვისო.

 


როდესაც საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, რატომღაც ამ მხრივ არ ხდება დროული გადაწყვეტილების მიღება. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება რათა ქვეყანამ, კონკრეტულმა პარტიებმა, ჩვენმა მეგობრებმა ევროპიდან და ამერიკიდან დროულად გაიგონ როდის იქნება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები“, განაცხადა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი