„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტს გამჭირვალობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მარგველაშვილი ვალდებულია, თავის ქვეყანას გააცნოს მის მიერ გაღებული ხარჯები. მანვე დაამატა, რომ ის ფაქტი, რომ ქვეყანას მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, გულს არ სწყვეტს.
„რა თქმა უნდა, ყველა ხარჯი უნდა იყოს გამჭირვალე, მითუმეტეს იმ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ქვია. რა თქმა უნდა, ყველა „კაპიკი“ მის მიერ დახარჯული უნდა იყოს გამჭირვალედ და ეს როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს ეხება. როდესაც საუბარია, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის 9 მილიონ ლარიან საქმეზე, რომელიც თქვენ გახსოვთ, „კოსტუმების საქმედ“ იყო შეკერილი, როგორც ამას თვითონ მარგველაშვილი მოიხსენიებდა და როგორ ცდილობდა ის და დღესაც ცდილობს, რომ დღის სინათლე არ ნახოს ამ ყველაფერმა, თუ რაში დაიხარჯა ის ძველი ხარჯები და სად გადაიხადა პრეზიდენტმა ამდენი ფული. სწორედ ანალოგიურს აკეთებს დღესაც, როდესაც ის არ ასაჯაროებს მის მიერ გაღებულ ხარჯებს. პრეზიდენტი მარგველაშვილი არის ვალდებული საკუთარი ერის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჩვენ ის მოგვწონს თუ არ მოგვწონს. მე რომ გითხრათ, რომ ძალიან მწყინს ის, რომ მალე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, მოგატყუებთ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ, სანამ არის პრეზიდენტი და მერეც, სახელმწიფოს წინაშე და საკუთარი ერის წინაშე მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს, აუცილებლად უნდა გვითხრას, სად წაიღო მან ის ფული, რომელიც, დიახ, ბიუჯეტიდან არის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი. ეს არის ისეთივე ნათელი, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია, პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოს ყველა ხარჯი, ის უბრალოდ ვალდებულია რომ ეს გააკეთოს“, განაცხადა დავით მათიკაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.