ციხე-ქალაქ კვეტერაზე უძველესი ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კვეტერაობა“ გაიმართა. ღონისძიება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
კვეტერას ციხე-სიმაგრე არის უძველესი ისტორიული ძეგლი საქართველოში, რომელსაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება. იგი ისტორიულ წყაროებში მე-11 საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით მე-8 საუკუნეში უნდა აგებულიყო, რომელიც კახეთის სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა. კვეტერას კომპლექსში შედის შიდა და ქვედა ციხე, გალავანი და ეკლესია. მდებარეობს ახმეტიდან 12 კილომეტრში, ახმეტა-თიანეთის გზაზე.

ღონისძიებას ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.
ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.