ლევან გოგიჩაიშვილი: მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკვევლობაში ამყოფებს და არჩევნების თარიღს არ ნიშნავს
30-07-2018, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას ეხება მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკვევლობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და დაამატა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ორი წლის წინ, მიუხედავად მთავრობის, პარტიების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის მოწოდებისა, ჯიუტად იცავდა.

 


„ჩვენ კარგად გვახსოვს 2016 წელს, მარგველაშვილის გადაწყვეტილება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე გამოაცხადა, რის შედეგადაც საარჩევნო ხარჯები გაიზარდა, კამპანიის წარმოება და საპარლამენტო მუშაობა კი ფაქტობრივად ერთდროულად მიმდინარეობდა, რამაც გარკვეულწილად საარჩევნო პროცესი დააზიანა.

 


მისი ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ პარტიებს არჩევნებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდათ, თუმცა, როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას ეხება მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკველობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს.

 


ის, ზოგჯერ აგვიანებს, ზოგჯერ ნაადრევად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ზოგჯერ ილუზიას ქმნის თითქოს რაიმე მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. მისი ასეთი ქმედებები კი სახელმწიფოს ინტერესებსა და პოლიტიკურ პროცესს აზიანებს“, განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ დართავს ნებას უკრაინას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ.

 

ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი