საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.
დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრემიერ მინისტრის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური მილოცვა გადასცა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღინიშნა ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა.
საფრანგეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
ხაზი გაესვა ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების განხორციელებას.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.