შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის „მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“ შეხვდეს ირანის ლიდერებს.
„თუ მათ სურთ შეხვედრა, მე მზად ვარ“, თქვა ტრამპმა.
თუ აშშ-ის და ირანის ლიდერებს შორის შეხვედრა შედგება, ის პირველი იქნება ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.
ვაშინგტონი რამდენიმე დღეში ირანისთვის ხელახალი სანქციების დასაწესებლად ემზადება მას შემდეგ, რაც ტრამპი ევროპელი მოკავშირეების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ნების საწინააღმდეგოდ ცალმხრივად გამოვიდა ობამას პრეზიდენტობისას 2015 წელს დადებული ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, რომელშიც ასევე ჩინეთი და რუსეთიც იყო ჩართული და რომელსაც იგი „ყველაზე საშინელ და სასაცილო შეთანხმებას“ უწოდებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ინეტრესებს არ შეესაბამება.
ისრაელის და საუდის არაბეთის - ირანისადმი ორი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მოკავშირე შეერთებულ შტატებს სერიოზული ეჭვები აქვს თეირანის აქტივობებთან ახლო აღმოსავლეთში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.