იმერეთში საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გაიხსნა
31-07-2018, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, ვიცე გუბერნატორთან, იოსებ ხახალეიშვილთან და ტყიბულის მერთან, თემურ ჩუბინიძესთან ერთად, საფეხმავლო ტურისტული ბილიკი გახსნა. აღნიშნული ბილიკი გრიგოლ დალაქიშვილმა მოლაშქრეთა ჯგუფთან ერთად გაიარა და მათთან ერთად დაათვალიერა 5 საბანაკე ადგილი და გადასახედი მოედნები. პროექტის ფარგლებში გელათის მონასტერი-ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო. მოხალისეებმა ფეხით 13 კილომეტრი გაიარეს და ცუცხვათში კარვებში დაბინავდნენ. ხვალ დილით, ისინი ლაშქრობას გააგრძელებენ და ახალსოფლის წყალსაცავთან დაასრულებენ ტურისტულ მარშრუტს.


 
„იმერეთის რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გახორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რაც შეეხება დღევანდელ საფეხმავლო ბილიკს, უნდა აღვნიშნო, რომ ამ მარშრუტით, ტურისტებსა და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს გზა ახალგაზრდებმა გაიარეს და მოისმინეს თითოეული ძეგლის ისტორია“, აღნიშნა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა.



პროექტის ფარგლებში, ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, გახორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ბილიკის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ცნობარები და რუქა.



ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი