ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, დღეს გლდანის მე-8 სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულებს გ.ბ. და გ.ჯ.-ს დაკითხავენ. კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიის საბოლოო დასკვნის მისაღებად მსჯავრდებულების დაკითხვა მნიშვნელოვანია, რადგან მათ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს.
„მსაჯავრდებულებთან შეხვედრა მნიშვენელოვანია, იმიტომ რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში და უშუალოდ იყვნენ ყველაფრის შემსწრე, მათ შორის, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიღება, რომლის ნაწილიც მათ სასამართლოზე მოყვნენ, მაგრამ შეიძლება იყოს ინფორმაცია რომელიც მათ ჯერ ბოლომდე არ გაუცვნიათ სასამართლოსთვის და სხვდასხვა უწყებებისთვის საბოლოო ჯამში ეს მნიშვნელოვანია რადგან როგორც ვიცით ასევე სხვა მოწმეებისგანაც მივიღეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავუგზავნეთ და მსაჯავრდებულებისგან მოწოდებული და ზოგადად სხვა მოწმეებისგან ამოღებული ინფორმაცია ჯამში შექმნის სურათს, რომელიც მერე დაედება საფუძვლად კომისიის საბოლოო დასკვნას“, განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.