ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს გლდანის მე-8 სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მსაჯავრდებულებს გ.ბ. და გ.ჯ.-ს დაკითხავენ კომისიის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია ყველა მოწმე დაიკითხოს და მიღებული ინფორმაცია შეჯერდეს, რადგან დაიდოს საბოლოო დასკვნა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა დავსვათ ის შეკითხვები, რომელიც მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის, რომ პასუხები რომლებსაც ჩვენ მივიღებთ იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის ჩვენ ვაგროვებთ მთელ რიგ ინფორმაციას გამოვკითხეთ მოწმეები, გამოვკითხეთ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ჩვენთვის მთავარია შევაჯეროთ ეს ინფორმაცია გავაანალიზოთ და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნა“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.