მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მაღალი შანსი აქვს გაიმარჯვოს პირველივე ტურში. იმ კანდიდატებს რომ ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა, - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის საელჩოსთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვის საკითხზე კომენტირებისას.
„მე როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ საარჩევნო კოდექსში გვაქვს ესეთი დათქმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში, უნდა ქონდეს მიმართვა იმ ქვეყნისთვის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე, რომლის მოქალაქეობაც აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გადაწყვეტს, მგონია, რომ მას ყველაზე მაღალი შანსი აქვს გაიმარჯვოს პირველივე ტურში. ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. იმ კანდიდატებს რომ ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა“, განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას არ აპირებს და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს - ასეთ კანდიდატად კი სახელდება სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქართული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ შეძლოს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა, უნდა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა, რადგან, სხვა შემთხვევაში, მას საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის უფლება შეეზღუდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.