ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი მტრის ხატი არის კვირიკაშვილი - ტროცკის მსგავს ფიგურად უნდა წარმოაჩინოს. ბახტაძემ კი რაც არ უნდა გააკეთოს, იცის, რომ ერთ წელიწადში მას ისევე გააპანღურებენ, როგორც მისი ორი წინამორბედი გააპანღურეს, განუცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შეფასებისას.
„თითქოს გრენლანდია აღმოაჩინა და 6 წლის თავზე გვეუბნება, რომ სიღარიბემ იმატა, იმის მაგივრად რომ სიღარიბეს ეკლო და როცა ამას ამბობს, რომ რამდენიმე დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი, ნუ შემაშფოთებელიც აღარ არის, გამაოგნებელი არის ეს, იმიტომ რომ ამ განცხადების მერე ადამიანი იმას კი არ უნდა ამბობდეს, რომ კიდევ 12 წელი და 13 წელი მაცადეთ. ამ განცხადების მერე უნდა მიდიოდეს სახლში...
„ახალი გაკულაკების მცდელობა იყო და ახალი მტრის ხატის შექმნა. აი, როგორც ივანიშვილს უყვარს ორველის „ცხოველთა ფერმა“, ფერმერი ჯონსი აღარ მუშაობს, ასე ვთქვათ, მისი მტრის ხატი, როგორც აქამდე ექსპლუტაციას უწევდა ჩვენ და მიშას და ყველა სხვა დანარჩენს და ახლა ახალი მტრის ხატი უნდა შეიქმნას და ეს ახალი მტრის ხატი არის კვირიკაშვილი - ტროცკის მსგავს ფიგურად უნდა წარმოაჩინოს, სისულელეა იმიტომ, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკოსი რომ ყოფილიყო, ასე არ წავიდოდა. ანუ რაც არ უნდა გააკეთოს ბახტაძემ, ბახტაძემ იცის, რომ ერთ წელიწადში მას ისევე გააპანღურებენ, როგორც მისი ორი წინამორბედი იყო“, განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.