სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, ჯერჯერობით არც უარყოფს და არც ადასტურებს. TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიმართა თუ არა მან საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზნით, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.
„არაფერს არ გეტყვით, ტყვილა... არ შეიძლება, ეს არის უზრდელობა, არ გპასუხობთ, მე როცა მოვინდომებ მაშინ გიპასუხებთ“, უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილისგან განსხვავებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზნით მიმართა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას არ აპირებს და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს - ასეთ კანდიდატად კი სახელდება სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქართული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ შეძლოს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა, უნდა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა, რადგან, სხვა შემთხვევაში, მას საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის უფლება შეეზღუდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.