თამარ ჩუგოშვილი: სალომე ზურაბიშვილს აქვს საკმაო რეპუტაცია, პატივისცემა და გამოცდილება იმისთვის, რომ პრეზიდენტი გახდეს
31-07-2018, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჯერ იმაზე ვერ შეთანხმებულან დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს თუ თავის კანდიდატს წარადგენენ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ  მას აქვს საკმაო გამოცდილება და რეპუტაცია, რომ გახდეს პრეზიდენტი, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს ჩვეულებრივად, რაც შეეხება დაუჭერს თუ არა მმართველი გუნდი ზურაბიშვილს მხარს, თამარ ჩუგოშვილმა ეს არც დაადასტურა და არც უარყო.

 

 

„ვფიქრობ, რომ მას აქვს საკმაო რეპუტაცია, პატივისცემა და გამოცდილება ამ პოსტისთვის, თუ ის გადაწყვეტს მონაწილეობას. ჩვენს არჩევანს რაც შეეხება ბუნებრივია, რომ ჩვენ თუ ჩამოვყალიბდებით დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მისაღები კანდიდატი ანუ სრულიად მიუღებელ პირს ან ოპოზიციასთან მკაფიოდ აფილირებულ პირს, მე მგონი, ვერ დაუჭერთ მხარს. ჩვენ სალომესთან გვაქვს ნორმალური თანამშროლობა, გვქონია შემთხვევები, როდესაც მან რამდენჯერმე დაუჭირა მხარი ჩვენს მნიშვნელოვან ინიციატივებს, ამიტომ ნორმალური სამუშაო გამოცდილება გვაქვს“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი