ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, - განაცხადა ახლახან გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას.
„გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული და ნარკოტიკის ეს სახეობა, მარიხუანა, გამოაცხადა სრულიად ლეგალიზებულად, რითაც ივანიშვილების ოჯახი გადაიქცა რეგიონში უდიდესი ნარკომილიარდების მფლობელად. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, გაუქმებული და ის შეუერთდება საერთი იურისდიქციის სასამართლოებს, როგორც ეს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია.
საშინელი განსაცდელის წინაშე დავდექით, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ იცხოვრებს არაბიც, თურქიც, ირანელიც და ყველა ხალხი ქართველების გარდა და ამის ავტორი და ამის შემოქმედი იქნება აი, ეს კორუმპირებული ხელისუფლება და რეჟიმი, რომელმაც ვერ გაბედა თვითონ გაეკეთებინა ასეთი დანაშაულებრივი ლეგალიზაცია ნარკოტიკების და გააკეთებინა მორჩილ საკონსტიტუციო სასამართლოს მონა მოსამართლეებს. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჯერ ბერა ივანიშვილის რეპი გამოქვეყნდა, სადაც ის სიმღერით მოუწოდებდა ნარკოტიკების ლეგალიზაციისაკენ. მე გამიგია, რომ ჩინეთი მაო ძედუნის დროს იმართებოდა მაოს ნაძი ბაუებით, დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის, „უფლისწულის“ რეპით და ეს რეპი გახდა სახელმწიფო პოლიტიკის სავალდებულო ატრიბუტი“, განაცხადა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.