გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის მიერ საკუთარი თავის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც მას დაუჭერს მხარს
31-07-2018, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ზურაბიშვილი საკუთარ თავს კანდიდატად წამოაყენებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც მას დაუჭერს მხარს.

 

მანვე დაამატა, რომ ზურაბიშვილი, მისი ფრანგული „ბეგრაუნდისა“ და სხვა „პოზიტივების“ წყალობით, ძლიერი კონკურენტი იქნება სხვა კანდიდატებისთვის.

 

„თუ სალომე ზურაბიშვილი აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი თავი წამოაყენოს, ეს იმას არ ნიშნავნს, რომ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც მას დაუჭერს მხარს. თუმცა, როგორც გუშინ აღვნიშნე და დღესაც ვიტყვი და ხვალაც, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას და, საერთოდ, საქართველოსთვის დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას, განსაკუთრებული მნიშვნელობა და პოზიტივი გააჩნია. ყველა კანდიდატს გაუჭირდება მასთან ბრძოლა, ვინაიდან მას დიდი პოზიტივები გააჩნია, თუნდაც მისი ფრანგული „ბეგრაუნდი“, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა, თუნდაც გაეროს მიერ მისი ირანში დესპანად მივლინება ბირთვული განიარაღების საკითხებზე და მრავალმხრივი მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თემაზე. ეს იმ პოზიტივების მცირე ჩამონათვალია. მე არ ვფიქრობ, რომ თუ კი „ქართულმა  ოცნებამ“ გადაწყვიტა თავისი კანდიდატურის დაყენება, ნაკლები რესურსი ექნება“, განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი