წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ახალი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
31-07-2018, 16:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება. შენობის საფუძველში სიმბოლურად დროის კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჩადეს. სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერაზე გაამახვილა და ამერიკულ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

სამხედრო მოსამსახურეებსა და სტუმრებს სიტყვით, ელიზაბეთ რუდმა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონ ბეიკერმაც მიმართეს. მათ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და ერთგულება ხაზგასმით აღნიშნეს და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

ახალი შენობა აღჭურვილი იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც დაეხმარება. ცენტრში მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის მოედანი განთავსდება.

 

 

კომპლექსი აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერით დააპროექტეს. ცენტრი სამშენებლო კომპანია შპს LCONS-ის, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსებით (Foreign Military Financing - FMF) და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ინჟინერთა კორპუსის წარმომადგენლების უშუალო ხელმძღვანელობით აშენდება.

 


ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ექვს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ახალი ელექტრო ეტლები გადასცა. ელექტრო ეტლები თავდაცვის სამინისტროს პროექტის „მხატვრები მშვიდობისთვის“ ფარგლებში შემოსული თანხით დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდმა შეიძინა.

 

 

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები, უცხოელი მრჩევლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი