ვიდეო: სალომე ზურაბიშვილი მისი საპრეზიდენტო მარათონში შესაძლო ჩაბმასთან დაკავშირებით კომენტარს ისევ არ აკეთებს
31-07-2018, 19:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სალომე ზურაბიშვილი მისი საპრეზიდენტო მარათონში შესაძლო ჩაბმასთან დაკავშირებით კომენტარს ისევ არ აკეთებს და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ როცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ წინასწარ გააფრთხილებს.

 


ბესელია ერთადერთია „ქართული ოცნებიდან“, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა.

 


„ეკა ბესელიამ რაც უნდა ის გააჟღეროს, მე არ ვპასუხობ“, უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

ამ დრომდე არსებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დასახელებას არ აპირებს და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს - ასეთ კანდიდატად კი სახელდება სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქართული კანონმდებლობის მიხედვით, იმისათვის, რომ შეძლოს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა, უნდა დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა, რადგან, სხვა შემთხვევაში, მას საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის უფლება შეეზღუდება.

 


„მე როგორც ვიცი, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ჩვენ საარჩევნო კოდექსში გვაქვს ესეთი დათქმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში, უნდა ქონდეს მიმართვა იმ ქვეყნისთვის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე, რომლის მოქალაქეობაც აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი ამას გადაწყვეტს, მგონია, რომ მას ყველაზე მაღალი შანსი აქვს გაიმარჯვოს პირველივე ტურში. ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. იმ კანდიდატებს რომ ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი კი ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს კანდიდატად წამოაყენებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც მას დაუჭერს მხარს.

 

მანვე დაამატა, რომ ზურაბიშვილი, მისი ფრანგული „ბეგრაუნდისა“ და სხვა „პოზიტივების“ წყალობით, ძლიერი კონკურენტი იქნება სხვა კანდიდატებისთვის.

 

„თუ სალომე ზურაბიშვილი აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი თავი წამოაყენოს, ეს იმას არ ნიშნავნს, რომ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც მას დაუჭერს მხარს. თუმცა, როგორც გუშინ აღვნიშნე და დღესაც ვიტყვი და ხვალაც, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას და, საერთოდ, საქართველოსთვის დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას, განსაკუთრებული მნიშვნელობა და პოზიტივი გააჩნია. ყველა კანდიდატს გაუჭირდება მასთან ბრძოლა, ვინაიდან მას დიდი პოზიტივები გააჩნია, თუნდაც მისი ფრანგული „ბეგრაუნდი“, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა, თუნდაც გაეროს მიერ მისი ირანში დესპანად მივლინება ბირთვული განიარაღების საკითხებზე და მრავალმხრივი მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თემაზე. ეს იმ პოზიტივების მცირე ჩამონათვალია. მე არ ვფიქრობ, რომ თუ კი „ქართულმა  ოცნებამ“ გადაწყვიტა თავისი კანდიდატურის დაყენება, ნაკლები რესურსი ექნება“, განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჯერ იმაზე ვერ შეთანხმებულან დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს თუ თავის კანდიდატს წარადგენენ.

 

 

„ვფიქრობ, რომ მას აქვს საკმაო რეპუტაცია, პატივისცემა და გამოცდილება ამ პოსტისთვის, თუ ის გადაწყვეტს მონაწილეობას. ჩვენს არჩევანს რაც შეეხება ბუნებრივია, რომ ჩვენ თუ ჩამოვყალიბდებით დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მისაღები კანდიდატი ანუ სრულიად მიუღებელ პირს ან ოპოზიციასთან მკაფიოდ აფილირებულ პირს, მე მგონი, ვერ დაუჭერთ მხარს. ჩვენ სალომესთან გვაქვს ნორმალური თანამშროლობა, გვქონია შემთხვევები, როდესაც მან რამდენჯერმე დაუჭირა მხარი ჩვენს მნიშვნელოვან ინიციატივებს, ამიტომ ნორმალური სამუშაო გამოცდილება გვაქვს“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი