„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
უსუფაშვილი კონსულტაციებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან მართავდა, თუმცა მარგველაშვილმა მისი შეთავაზება, ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმ მიზეზით არ მიიღო, რომ, პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს გრძელვადიან პარტიულ-პოლიტიკურ მოღვაწეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.