მიხეილ სააკაშვილი: პაატა ბურჭულაძე, განსხვავებით ივანიშვილისაგან, ნამდვილი ქველმოქმედია, ხოლო „იმ აფერისტმა გამოაცხადა ქურდად, ბანდიტად, ყაჩაღად, ბავშვებს პარავდაო“
31-07-2018, 23:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე - რომელიც პოლიტიკური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ გვერდით დგას და მის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს - განსხვავებით ივანიშვილისაგან ნამდვილი ქველმოქმედია, ხოლო „იმ აფერისტმა გამოაცხადა ქურდად, ბანდიტად, ყაჩაღად, ბავშვებს პარავდაო“.

 


„პაატა არის ძალიან დიდი ხელოვანი, ეს არის ნამდვილად ეროვნული სიამაყე. პაატა ბურჭულაძემაც დაუშვა პოლიტიკური შეცდომები, ის არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ ნამდვილად ძაან მაგარ რაღაცას აკეთებდა თავის საქველმოქმედო ფონდში და განსხვავებით ივანიშვილისაგან ნამდვილი ქველმოქმედია. იმ აფერისტმა გამოაცხადა ქურდად, ბანდიტად, ყაჩაღად, ბავშვებს პარავდაო. მე ხომ ვიცი რა მოკრძალებულად ცხოვრობს პაატა. სრული სისულელე. ყველაფერი რაც ჰქონდა ამ ფონდს, მისცა და ამის სანაცვლოდ რა მიიღო მადლობის მაგივრად? შეურაცხყოფა, ცილისწამება და ყველაფრის უკუღმა გამოხატვა. ამიტომ მას აქვს თავისი მოტივაცია, რატომ არის აქ. და მისი ყველაზე მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ჩვენ ყველანი ვკარგავთ სამშობლოს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი