საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „იმ წამიდან, როდესაც ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე დამთავრებულია“.
„როგორც ზღაპრებშია, წყვდიადი რომ გაიბნევა და მზე ამოვა, ზუსტად ასე იქნება ვაშაძის გაპრეზიდენტებისას. ეგრევე მზე ამოვა და მთელი წყვდიადის ჯოჯოები აორთქლდებიან. მთელი ეს ჭაობი უცებ დაშრება და, პირველ რიგში, საქართველო შეწყვეტს ნგრევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ქვეყნის ნგრევას შევაჩერებთ. ეს ახლა მთავარი ამოცანაა. რაც არ უნდა ოქროს ბაღებს დაგპირდეთ ვიღაც, ეს იქნება ტყუილი. ვინაიდან, ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ამოცანა, ქვეყნის განადგურების შეჩერებაა. ჩვენ ვკარგავთ საქართველოს, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას. მე არ შემიძლია, გული მიკვდება, როდესაც ვუყურებ, ის ყველაფერი, რაც თქვენთან ერთად რუდუნებით ვაშენეთ და მთელ მსოფლიოში წლების მანძილზე რითაც ვამაყობდით და რითაც გვიცნობდა და გვაქებდა ყველა, როგორ ჩამოშალა ეს ყველაფერი ამ ურჩხულმა. ის მიადგა და ურტყა ურო, ჩაქუჩი, ყველაფერი და ბოლოს, რეალურად, ჩამოშლის პირას მიიყვანა. პირველი ამოცანა ამის შეჩერებაა“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.