მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი მასთან საუბრისას საქართველოს პატრიარქს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა
01-08-2018, 01:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბევრი საუბარი მე ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან საქართველოს პატრიარქის უშვერი სიტყვებით ლანძღვას ეთმობოდა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.

 

 

„არ მსიამოვნებდა და ვაწყვეტინებდი ხოლმე, მაგრამ ვერ ჩერდებოდა. მერე მივხვდი, რა იყო ამის მიზეზი. ეს პიროვნული არ ყოფილა, მას აღიზიანებს ეკლესია, როგოც ინსტიტუტი. ჩვენს დროს რა ამბავი ქონდათ ატეხილი ბაგრატის აღდგენაზე გახსოვთ?! რომ ვითომ პლასტმასის გუმბათი დავადგი. არა და, ეს სახურავის ნაწილები ეზოში, გათხრებისას, შენარჩუნებული იყო პირველადი სახით. ზუსტად ეს მწვანე კერამიკის მასალაა. მაშინ ქართული ეკლესიების უმრავლესობა მწვანე კერამიკით იყო გადახურული. ორიგინალი გაკეთდა და ბაგრატის აღდგენის პროექტმა მსოფლიოს ყველა კონკურსში გაიმარჯვა. წარმოუდგენლად წარმატებული პროექტია და ძალიან ვამაყობ ბაგრატით. ჩვენ გავაძლიერეთ ქართული ეკლესია, მაგრამ, ამავე დროს, მე თვალებს არ ვხუჭავ, ის კი არ დამვიწყებია, იქ რაც მოხდა. რომ დადიოდნენ და ყვიროდნენ გაბურძგნული, დაუბანელი და არც თუ ისე წესიერი ადამიანები. ესენი არიან, როგორც ორგანიზმში არაჯანსაღი უჯრედებია, ისე... საქართველოს ეკლესიას ძალიან ღირსეული მამაოები ყავს და არიან ესეთებიც. არიან „დაგმე მიშებიც“ და არიან, მაგალითად, დეკანოზი ასათიანი, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ქველმოქმედია. ადრე გლდანში მსახურობდა და ბავშვებს ეხმარებოდა. არიან მეუფეები, რომლებიც გვეხმარებოდნენ დაღუპული მებრძოლების გამოყვანაში. ისინი იქ აბსოლუტურად გმირულად იქცეოდნენ, რაზმაძე და სხვები. ძალიან მაგარი ხალხია, ვისაც საქართველოს სიყვარული ესმის და საქართველოს ეკლესიაში ხელების ფათურს არ დაუშვებენ. მე მჯერა, რომ ეკლესიის ინსტიტუტი საქართველოს გაძლიერებას ემსახურება. ივანიშვილს უნდა საქართველოს დასუსტება, ესეიგი უნდა ეკლესიის დასუსტება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს პატრიარქისთვის ეკლესიის საჭეთმპყრობელობის ტახტის დათმობაზე საერო პირების, სავარაუდოდ, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე კომენტირებისას თქვა: „ვაი იმ ქვეყანას, ვანო ჩხარტიშვილი რომ გადაწყვეტს ვინ იქნება პატრიარქი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი