მექსიკის დურანგოს შტატში თვითმფრინავი ჩამოვარდა. მის ბორტზე 97 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი სიკვდილს გადაურჩა, იტყობინება BBC შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით.
ხელისუფლების თქმით, დაზიანებები აქვს მიღებული 85 ადამიანს, საავადმყოფოში 37-ია გადაყვანილი, მათგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
თვითმრინავი გვადალუპეს ვიქტორიას საერთაშორისო აეროპორტიდან მეხიკო სიტიში მიფრინავდა.
ავიალაინერი აეროპრტის სიახლოვეს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ბორტზე მყოფთა ვინაობა და ეროვნება ჯერეჯერობით არ სახელდება.
აეროპორტის ოპერატორის თქმით, პირველადი მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ცუდი ამინდი იყო. ავიალაინერი აფრენას თავსხმა წვიმისას ცდილობდა, რაც ვერ შეძლო და იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.