ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა „დიდი ხანია უნდა". როგორც ხუხაშვილი ამბობს, პრეზიდენტის პოსტის დაკავებაში დახმარების თხოვნით, მას ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა.
ექსპერტის აზრით, სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, „ქართული ოცნებისთვის" „ძალიან სასაცილო ფენომენი" იქნება.
„სრული ფარსია რაღაც „ქართული ოცნების" რიტორიკა, რომ ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია იქცა აქტივისტად „ქართული ოცნების." საინტერესოა, რა ფინანსური სქემით მიიღებს ის ამ ყველაფერში მონაწილეობას. ასე რომ, მხიარული ცხოვრებით ცხოვრება გველის წინ, თავი რომ გავანებოთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ძალიან სასაცილო ფენომენი იქნება თვითონ „ქართული ოცნებისთვის", უთხრა „რუსთავი 2"-ს გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.