ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს.
როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, მარიხუანას ლეგალიზებას გამოკითხულთა 74% არ ემხრობა, 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზება უნდა მოხდეს, გამოკითხულთა 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება კითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანა, ინტავენული, აბები და ა.შ.) პირადი მოხმარების გამო, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ უნდა მოიხადოს სასჯელი, 54% ფიქრობს, რომ არ უნდა მოხადოს სასჯელი, ხოლო კითხვაზე პასუხი 6%-მა არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.